მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო გაუნათლებელმა ქურდბაცაცა ჯაყომ

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

“ჩვენ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დავიღლები საქართველოსთვის ბრძოლაში. ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო ქურდბაცაცამ, მერე რა რომ მილიარდერია. გაუნათლებელი ქურდბაცაცა ჯაყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაჩმორება ერთადერთია ქართველი ერისა.

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს არ მუშაობს. აბსოლუტურმა სტატისტიკურმა მაქსიმუმმა ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას და გია ვაშაძეს. ამას ესენი ვერ წარმოიდგენენ ყველაზე კოშმარულ სიზმრებში. კი, ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მზად, რომ მყისიერი რეაქცია მოგვეხდინა გაუგონარ გაყალბებაზე. რამდენადაც ვიცი, გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს აქციას თელავში და რამდენიმე ადგილას. ნურავინ გეტყვით, რომ აქციას არ აქვს აზრი. აზრი რომ არ ჰქონდეს ისინი არ გადაიტანდნენ ე.წ. ინაუგურაციას თვითმარქვია პრეზიდენტის. აზრი აქვს იმიტომ, რომ მათ ხალხის ეშინიათ, თუ ხალხის არ შეეშინდებათ, ისინი ხალხს გადაუვლიან, ისინი თქვენ გადაგივლიან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად