მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ ვართ გიჟები როცა საქმე ეხება ძალიან დიდი ამბებს”

” ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, ყველაზე ნიჭიერები, განსაკუთრებულები, გამბედავები, შეუპოვრები. ჩვენ ვართ ყველაზე გიჟები სწორი გაგებით. ჩვენ ვართ გიჟები როცა საქმე ეხება ძალიან დიდი ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. ” –  ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, ვიდეო ჩართვისას.

“ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის, განსაკუთრებული შვილები. ყველა ერის ისტორიაში დგება მომენტი, როცა ჩვენ ვირჩევთ ყოფნა არ ყოფნას შორის,  თავისუფლებასა და მონობას შორის, კეთილდღეობასა და მუდმივ სიღარიბეს შორის, სწრაფ განვითარებასა და მაჩანჩალობას შორის.

საქართველო არ შეიძლება იყოს არც მაჩანჩალა, არც მონა და არც ჩამორჩენილი. ქართველები, ჩვენ ამის ღირსები არ ვართ.

48 საათი და გამოცხადდება ჩვენი მთავარი არჩევანი. საქართველომ აირჩია ღირსება, საქართველომ აირჩია თავისუფლება.

ჩემო განსაკუთრებულებო, რამდენიმე საათი გვაშორებს ჩვენ გამარჯვებიდან. გავიაროთ მშვიდობიანად ეს რამდენიმე საათიც, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისუფლება ქართველების ახალ თაობას, რომელიც თქვენ აგიყვანენ თავისუფლებაში და მივხედოთ ჩვენ ქვეყანას.

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც მე დამყურებს ზემოდან. თქვენ დაგყურებთ ერთის მხრივ ივანიშვილი, შეშინებული დამფრთხალი ოლიგარქი, მეორეს მხრივ  წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილსი გზა.  ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად