ჩვენ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დიპლომატიური კამპანია ჩავატარეთ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს დაშლის ლეგალიზაციას, მათ დაიწყეს მსოფლიო მასშტაბის აგიტაციის გაჩაღება, თუმცა  აფხაზეთისა და სამაჩაბლოს “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარება მხოლოდ 2-3 მარგინალური სახელმწიფოსგან მიიღეს.
ამ ქვეყნების ნაწილთანაც კი ჩვენ  გამარჯვებას მივაღწიეთ და მაგალითად, ვანუატუმ თავისი აღიარება უკან წაიღო.
ჩვენ, მაშინ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დიპლომატიური კამპანია ჩავატარეთ“,- წერს სააკაშვილი.