მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ რომ დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი

მშვენივრად იციან ჩვენმა აზერბაიჯანელმა პარტნიორებმა, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული ძალიან დიდი მნიშვნელობის რელიგიური, კულტურული, ისტორიული ძეგლი და ამაზე დავამთავროთ საუბარი. ეს არის ქართული ძეგლი. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშცილის განაცხადა.

“მაგრამ იმის გამო, რომ იყო ბევრი ეს არევდარევა საბჭოთა კავშირის დროს და მათ შორის ჩვენი წინა ხელისუფლების დროს, მზად ვიყავით, რომ პრეტენზიაზე, ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე გვეთქვა უარი და მათ უნდა ეთქვათ უარი საბოლოოდ პრეზტენზიაზე, გარეჯზე… მანამდე ყოფილიყო ჩვეულებრივი გამშვები რეჟიმი, სადაც ყველას შეუშვებდნენ და არ იქნებოდა რაიმე დაბრკოლეის შექმნა…. ეს შეთანხმება იყო მიღწეული და ვერ იტყვის აზერბაიჯანული მხარე, რომ არ იყო მიღწეული… დღევანდელმა მხარემ იცის, გადავეცით მასალები რომ ეს შეთანხმება მიღწეული იყო და ამდენი წელი რატომ ვერ გააკეთეს… ჩვენ რომ დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი… არ დაგვაცადა მაშინ ისტორიამ… აიღონ და გააკეთონ რაც ვერ გავაკეთეთ, თუ ვერ გააკეთებენ, მაშინ ამას გააკეთებს მომდევნო ხელისუფლება, რომელიც იქნება ძალიან მალე… თავზე არ უნდა დაისვა არავინ, მაგრამ ყველასთან უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...