მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და მაქსიმალური სულგრძელობა

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და მაქსიმალური სულგრძელობა, მაქსიმალური პატიება,”,- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავცელებულ ვიდეოში აცხადებს.

ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე, – ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლებში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული და ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა.

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და მაქსიმალური სულგრძელობა, მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც რეალობები. წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ 3-ოთახიან ბინაში ოჯახთან ერთად, გვერდზე დიდ სახლში ჩაგისახლდათ ყაჩაღი, მას ემორჩილება პოლიცია, პროკურატურა და მან მოისურვა და თქვენი 3-ოთახიანიდან წაიღო ორი ოთახი, რა უნდა ქნათ ახლა? ვთქვათ შეიცვალა სიტუაცია, და თქვით, იცხოვროს ამ ყაჩაღმა ჩემ ბინაში, შურისძიება იქნება უკან ხომ არ წავართმევ უკან? – ასეა საქართველო და ივანიშვილი დღეს.

ივანიშვილმა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა. საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს სწორი არაა, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება. არა მურუსიძეების და თუნდაც, ახალი მურუსიძეების მიერ, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ, მოვიწვევთ ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ ნებისმიერ მოსამართლეს და ისინი მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას.”,-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად