ჩვენ აფხაზეთს ახალ მომავალს ვთავაზობთ - აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფო - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთმა აფხაზეთს ნგრევა და უპერსპექტივობა მოუტანა. ჩვენ აფხაზეთს სრულიად ახალ მომავალს ვთავაზობთ:
1. აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფო - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში;
2. საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალური ენები იქნება - აფხაზური და ქართული;
3. პირველადი ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში - ათი მილიარდი დოლარის ოდენობით;
4. მთელი აფხაზეთი იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა - განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით;
5. საქართველოს პარლამენტის ზედა პალატაში აფხაზეთის თანასწორი წარმომადგენლობა - კვოტები აფხაზეთისთვის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში“,- წერს სააკაშვილი.