მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი ოცნების საქართველო არის 7 მილიონი ადამიანი“

“როგორი ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ, რა ამბებიც არ უნდა მოგვიმზადონ, როგორი გაყალბებისთვისაც არ უნდა მოემზადოს ივანიშვილი, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი დასასრული”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში “ძალა ერთობაშია” გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის ჭიათურასა და საჩხერეში გიორგი კაპანაძის წარდგენაზე, ვიდეოჩართვისას განაცხადა.

“საქართველოს საუკეთესო დღეები არის არა წარსულში, საქართველოში ჩვენი შრომით  და ნიჭიერებით შევქმნით ამ განსაკუთრებულ დღეებს. თითოეული ჩვენგანი იცხოვრებს მართლა მდიდრულად. ჩვენ არ ვიქნებით მდიდრის ყმა. ჩვენ არ ვიქნებით ფეოდალის მუშა ხელი, ჩვენ ვიქნებით ცალკე აღებული, წელში გამართული, კარგად დასაქმებული და ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები. მდიდარი საქართველოს მდიდარი შვილები. ერთი მდიდრის ნაცვლად საქართველოს სჭირდება რამდენიმე მილიონი მდიდარი ოჯახი. იმიტომ, რომ ჩემი ოცნების ნამდვილი საქართველო არის არა როგორც ივანიშვილს უნდა, ჩემი ოცნების საქართველო არის 7 000 000 ადამიანი. ესე იგი ყველა ქართველი რომელიც არის გაბნეული მსოფლიოში დაბრუნდეს, იყოს მდიდარი და წარმატებული საკუთარ ქვეყანაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად