მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ოჯახისთვის КГБ -სთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა

ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში კითხვას მართალია რომ ბაბუათქვენი ბერიას დროს НКВД-ში მუშაობდა?

“არა! არასდროს! ჩემი ოჯახისთვის КГБ -სთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა. მახსოვს ჩვენი ნათესავი ცოლად გაყვა მოქმედ КГБ – ს თანამშრომელს და ეს ოჯახისთვის დიდი სირცხვილი იყო.
ჩემი ბაბუამ ერთხელ სახლში КГБ-ს გენერალი მოიყვანა, რომელიც შორეული ნათესავი იყო და მთელი ოჯახი 2 კვირა აღარ ველაპარაკებოდით.
ბაბუა სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი და რექტორი იყო. მეორე ბაბუა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში პრორექტორი იყო. როგორც მახსოვს, პარტიაშიც კი არ იღებდნენ. ჩემი ბაბუები საბჭოთა რეჟიმთან ახლოს არ იყვნენ”. –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად