მიხეილ სააკაშვილი: ჩათვალეთ, რომ ხვალინდელი მიტინგის მონაწილე მეც ვარ!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ხვალ ოპოზიციის გვერდით იქნება. ვიდეომიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს.

“საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის.

დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი – ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.

თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. ჩათვალეთ, რომ მეც ერთ-ერთი ვირტუალური მონაწილე ვარ. ჩვენ არ ვართ განწირულები ვიყოთ ვიღაცის მონები.

ყველაფერი გამოგვივა, ეს წყვდიად დასრულდება. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!

საქართველოში უნდა გათენდეს!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად