მიხეილ სააკაშვილი: ჩამოვალ საქართველოში, ვენახი მაქვს მოსავლელი, რთველს ჩავატარებთ

“ჩამოვალ საქართველოში, ვენახი მაქვს მოსავლელი”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას მაგრამ, ეს ძველად რომ იყო “მესიანებული”, “ჩამოვიდა მესია ზემოდან და გადაწყვიტა ყველაფერი” ესე აღარ იქნება.

ჩამოვალ საქართველოში, ვენახი მაქვს მოსავლელი, მოგცემთ რჩევებს თქვენც. რთველს ჩავატარებთ ერთად. მზად ვარ ვიყო მოთამაშე მცვლელი. ფეხბურთი ვისაც გვიყვარს მოთამაშე მცვლელი კაი ტიპია.

გამოდის პასს მისცემს, ხანდახან დაარტყამს, შეიძლება პენალტიც გაიტანოს. საბოლოო ჯამში, თავდამსხმელები არიან სხვები. თქვენ უფრო სწრაფები ხართ. უფრო ფეხმარდებით, ჭკვიანები. ჩვენ მოგვიყვებით როგორ უნდა იყოს”,-მიმართა სააკაშვილმა ოდესაში შეკრებილ ახალგაზრდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად