მიხეილ სააკაშვილი: ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე – მე ვიქნები საქართველოში

მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადაცემასი “პოლიტმეტრი”.

„მოხდა მთავარი რამ, რაც არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათ შორის მთელი ამ თვეების ბრძოლის, დაფიქსირდა, რომ წელს, ოქტომბერში, როცა გაიმართება რიგგარეშე არჩევნები, გაიმართება ასევე რეფერენდუმი, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი იმისა, შეიცვალოს თუ არა საქართველოში ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით. ეს ჩაიდო ხელშეკრულებაში. იქ არის ჩადებული ის, რომ რჩება ძველი საარჩევნო კომისია, ამიტომ, მარტივად ეს პროცესი არ ჩაივლის. ივანიშვილს ჰგონია, რომ თამარ ჟვანიას და სხვების მეშვეობით ისევ გააყალბებს, გადაწერს ოქმებს და ა.შ. ამას ვერ შეძლებს რამდენიმე ფაქტორის გამო, რომ ყველა შემთხვევაში ნიკა მელია იქნება გარეთ, ყველა შემთხვევაში მე ჩამოვალ საქართველოში, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, ამას წყალი არ გაუვა…

მე არასოდეს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ, ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე, თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა, ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმანთ შტაბები. ჩემ მიმართ რუსების დავალებით აღძრულია სრულიად უსამართლო სისხლის სამართლის საქმეები, რომელსაც იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მოვიგებ სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “პოლიტმეტრში”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...