მიხეილ სააკაშვილი: ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი საარჩევნო ბლოკის “ნაციონალური მოძრაობა” და “ძალა ერთობაშია” საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა.
ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია.
ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად