მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: რამდენჯერ უნდა აგვაგდოს ფინთი გოიმივით, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს ერთი და იგივე სალაფავი

“აუცილებლად გამოაგდებენ ჩანაწერებს, აუცილებლად მოიგონებენ რაღაცას, რამდენჯერ უნდა აგვაგდოს ფინთი გოიმივით, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს ერთი და იგივე სალაფავი, ხომ ყველა მისი ხრიკი ყველასთვის დღესავით ნათელია. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ვინ ტელეფონზე ვისთან რა ილაპარაკა, ან ვინ ვისთან საქმე დაიჭირა ან არ დაიჭირა, ჩაეხუტა, აკოცა, თუ კიდევ არ ვიცი. აქ საქმე არის იმაზე, ჩვენ შვილებს და ჩვენ მომავალს, ჩვენ ახლობლებს, ჩვენ ოჯახებს, ჩვენი პასიურობით ვართმევთ მომავალს თუ ჩვენ ჩვენს საქართველოს ვუბრუნებთ აწმყოს და მომავალს”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერობის კანდიდატმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “რის სტუმარი” ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მის დროს არჩევენების წინ საავადმყოფოები, თანამედროვე კომპლექსები იხსნებოდა და სამუშაო ადგილები იქმნებოდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმები, ისტერიკა და ჩანაწერების გამოქვეყნება ხდება.

მისივე თქმით,  საქართველოს წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივა აქვს და მას უზარმაზარი მომავალი აქვს.

“მე ამ გაგებით ვარ ძალიან ამბიციური, მე მინდა რომ საქართველო იყოს მსოფლიოში საუკეთესო. ამას [ივანიშვილს] უნდა, რომ პატარა სოფელი იყოს, საქართველოს მოდელი, როგორც თვითონ გამოგვიცხადა საჩხერე და ჭორვილა, კაი ხალხია საჩხერეში, მაგრამ ცხრუკეთი არის ჩემი სოფელი ერთ-ერთი საჩხერის გვერდით, რომ გამომეცხადებინა მე თავის დროზე რომ სინგაპური და დუბაი კი არა ცხრუკეთიზაციას გიპირებთ საქართველოში, ხომ დამცინებდით, აბა ამ ბრიყვს რატომ ვაბედინებთ ამდენს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად