მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება არ უნდა მიეცეს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუზნებელს და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება არ უნდა მიეცეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა

“საქართველო არ არის რუსეთი, საქართველო არის სხვა მენტალიტეტის ქვეყანა, სხვა ღირსებისა და სხვა ეკონომიკის ქვეყანა, ის არ დგას ნავთობსა და გაზზე. საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. ის რასაც რეალურად აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია. ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი, არის ასლან აბაშიძე.

ასლან აბაშიძე ასევე „ბეზპრეძელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ყველას იჭერდა და ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს. ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

ჩვენ ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. მას აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება, ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი ძალიან მალე დადგება”,- განაცხადა მიხეილ სააკაშილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად