მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურად ჩაკეტა საზღვრები – სპეციალურად მოკლა ტურიზმი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურად ჩაკეტა საზღვრები, სპეციალურად მოკლა ტურიზმი.

„ეკონომიკას სპეციალურად კლავს, სპეციალურად ჩაკეტა საზღვრები, სპეციალურად მოკლა ტურიზმი. რაც უფრო ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად იყიდის ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„ეს არის მისი აზროვნება, ამ უბედურების. ამას უნდა ხელიდან აჭამოს ხალხს, ადამიანმა თავისთავს თვითონ უნდა აჭამოს. შვილებს თვითონ უნდა აჭამოს და შვილებს თვითონ უნდა მისცეს საუკეთესო განათლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად