მიხეილ სააკაშვილი ბათუმზე: ჩვენი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია

ჩვენი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საკრებულოში განვითარებულ პროცესებს.

მისი თქმით, გიორგი კირთაძე ბათუმის მერია, ხოლო ანზორ მელია – ზუგდიდის, ხოლო “ოცნება” თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავს.

“ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია – გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!” – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც Facebook-ში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები
იტვირთება...