მიხეილ სააკაშვილი: აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე!

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მხარდამჭერ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი.

“საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი.

მე მინდა, გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე, რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს – ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა.
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის და უბედურების ამ მძიმე ხვედრისგან.
ახლა გერმანიამ კომბოსტოს ამკრეფავებად უნდა წაიყვანოს 100 000-მდე ქართველი. სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გასცეს იგივე მოწვევა და ივანიშვილიც სიამოვნებით უყიდის უფასოდ ბილეთებს ცალმხრივი მიმართულებით და მისი მმართველობის წლებში საქართველო დატოვა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა.
აი ეს არის მათი გეგმა ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს – ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს!
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება,
ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის და საზოგადოების დაცვა,
ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად