მიხეილ სააკაშვილი: არცერთი თანამდებობა არ მინდა და არ მიზიდავს

“მე არცერთი თანამდებობა არ მინდა და არ მიზიდავს, მაგრამ თქვენი დახმარება ძალიან მინდა, თქვენ გვერდით დგომა ძალიან მინდა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენისას ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

“მინდა ვუთხრა მთავრობას, თქვენი დრო დამთავრებულია, თქვენი წამზომი ჩართულია. დამთავრებულია ივანიშვილის დრო, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას, აღარავინ იქნება არავის ხელის ბიჭი, ყმები და განსაკუთრებით მან გურიაში გადაწყვიტა, რომ მთელი გურია ექცია თავის ყმად, თვითონ ხომ გაუნათლებელია და თავისზე სამჯერ კიდევ უფრო გაუნათლებელი ძმის და ნათესავების ყმებად.

მე არცერთი თანამდებობა არ მინდა და არ მიზიდავს, მაგრამ თქვენი დახმარება ძალიან მინდა, თქვენ გვერდით დგომა ძალიან მინდა, თქვენი წელში გამართვა ძალიან მინდა, ძალიან მინდა, რომ ვერავინ დაგამცირონ, რადგან მუდმივად ცდილობენ თქვენ დამცირებას და გაღატაკებას.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად