მიხეილ სააკაშვილი: არ უნდა ვიყოთ მკითხაობაში, ბიძინა ივანიშვილი წავიდა თუ არ წავიდა, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის და საფრანგეთის მთავრობებს შეუთვალა, თუ მათი სურვილი იქნება, მათთან იცხოვრებს და გაერიდება ქართულ პოლიტიკას.

“მე ერთი რამე ვიცი, რომ ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება გადაიტანა ფონდზე, იმის გამო რომ ეშინია აქტივების დაყადაღების. ეშინია საერთაშორისო მოქმედი პირების მხრიდან და ერთი რაც ვიცი ზუსტად,  შეუთვალა ამერიკელებს, რომ თუ გინდათ დროებით წავალ საფრანგეთში, თუ გინდათ მანდ ვიცხოვრებ, გავერიდები ქართულ პოლიტიკას, მაგრამ, რა თქმა უნდა ეს ტყუილია, ამას არ ჭამს საქართველო. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. არ უნდა ვიყოთ მკითხაობაში – წავიდა არა წავიდა, დაგვტოვა არ დაგვტოვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად