მიხეილ სააკაშვილი: ამდენი წელია არ მიშვებთ საქართველოში და კიდევ მე მეზომებით? არარაობები ხართ! (ვიდეო)

„ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? ჯერ ერთი, სობჩაკი არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ეს წლები. მეორე, თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია, არ მიშვებთ საქართველოში და კიდევ მე მეზომებით? ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, ხართ საქართველოს მოღალატეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს

ასევე მიხეილ სააკაშვილი facebook-ში წერს საქართველოში, რუსეთის პროპაგანდისტი ლიდერების ვიზიტზე.

⤵ საქართველოში, რუსეთის პროპაგანდისტი ლიდერების ვიზიტზე.
➡დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი – ტასი ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.
➡სპუტნიკი – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა.
➡ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!
➡პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს – ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!
➡დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს და მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს!
✔ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით!
✔ყველაფერი კარგად იქნება! – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...