მიხეილ სააკაშვილი: ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ “ნაციონალურ მოძრაობასთან” – ეს არჩევნები ენმ-მა უნდა მოიგოს ერთპიროვნულად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-მ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად.

„ჩემი აზრი იყო, რომ ყველა ნამდვილი ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო და გაეკეთებინათ ერთიანი საპარლამენტო სია. ამაზე უარი თქვეს, რაც ძალიან ცუდია.

ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები და ამაში დარწმუნებული ვართ, რომ ასეც იქნება. კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობა თბილისში შეთანხმდა მაჟორიტარების გაყოფაზე, იმის გამო, რომ თბილისში ცოტა უფრო სპეციფიკური სიტუაციაა, თორემ თბილისშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველას მოიგებს, იმიტომ რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო არჩევნები თბილისში, მაგრამ ახლა ნაციონალური მოძრაობა მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში.

ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. ჩვენც ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად