მიხეილ სააკაშვილი: აბა, თქვენ იცით! ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის!

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველებს დამდეგ ახალ წელს სოციალური ქსელით ულოცავს. 

"მინდა, თითოეულ ქართულ ოჯახს ბედნიერება ვუსურვო. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, მომართვის დროს ვსაუბრობდი დიდ განვითარებაზე, პროგრესზე, წინსვლაზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამდა. მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი და ზოგისთვის შურის საგანი არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ბევრისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

შემდეგ ეს ყველაფერი შეჩერდა და ბევრი რაღაც უკანაც წავიდა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართველ ოჯახს ძალიან უჭირს. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი. მაგრამ მინდა გითხრათ, ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისაროგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლისა და ნათელი პერსპექტივების. ჩვენ ამ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შესძლებიათ აღმშენებლობა, განსაკუთრებული რაღაცების შექმნა, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ვერ მოგვახვევენ თავზე უიმედობას. რაც არ უნდა იყოს, რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ღალატსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მაინც უმრავლესობა საქართველოში არის პატრიოტი და მაგარი ხალხი. 

ყველაფერი გამოგვივა, თუ ვირწმუნებთ ჩვენს ძალებს. გისურვებთ ბედნიერებას და წინსვლას. კარგ განწყობას. აბა, თქვენ იცით, ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გილოცავთ ახალ წელს!",- მიმართა სააკაშვილმა ქართველ ხალხს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...