მიხეილ სააკაშვილი: 5 საუკუნე დავით აღმაშენებლი არავის გახსენებია, დარწმუნებული ვარ ქართველები მაგაზე ადრე გამიხსენებენ

„ერთი პერიოდი ქართველები ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ“, – – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

“დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ, დავით აღმაშენებელი 5 საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ რელურად მან შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი და არც კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. და ამ ყველაფერს დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად