მიხეილ სააკაშვილი: 29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, შეიკრიბოთ სასამართლოსთან -უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საკუთარ მიმართვაში წერს და ხარდამჭერებს დეკემბერში „საერთო ეროვნული აქციის“ გამართვისკენ მოუწოდებს.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.
29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად”,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

 

კომენტარები
იტვირთება...