მიხეილ სააკაშვილი: 26 მაისი იყო რუსეთის მიერ დაფინანსებული პროვოკაცია

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას უთხრა, რომ პოლიციას ბანდიტად მოიხსენიებს და 26 მაისის მოვლენები შეხსენა, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. შესაძლოა პოლიცია დღესაც პოლიტიზირებულად რჩება, მაგრამ მისი მხრიდან ამის ხაზგასმა რამდენად მისაღებია აუდიტორიისთვის, ეს კიდევ ცაკლე საკითხია. რაზეც სააკაშვილის პასუხი ასეთია:

“მომისმინეთ ახლა კარგად. 26 მაისი იყო რუსეთის მიერ დაფინანსებული პროვოკაცია საქართველოს სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ გურჯაანის აქციასა და 26 მაისის მოვლენებს შორის, სადაც მოკლეს ერთი პოლიციელი და დაშავდა რამდენიმე, რაც მაშინ განახორციელა ნინო ბურჯანაძემ.

სალომე ზურაბიშვილი არ იყო, ნინო ბურჯანაძეს გვერდზე bella ciao-ს მღეროდა?! ჟურნალისტი ავალიშვილი რომ გახეთქეც ცემით პირველ არხთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად