მიხეილ სააკაშვილი: 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას

“ვენესუელას რეჟიმი არის საქართველოს მტერი, იმიტომ რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ დამოუკიდებლობა.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “კვირის აქცენტებში”.

“მე არ ვმალავ, შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის რჩევებითაც ძალიან აქტიურად და ვიცნობ პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერს და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მე თვითონ შეხვედრილი ვარ რამდენიმე მათგანს სხვადასხვა ადგილებში და მინდა ვთქვა, რომ მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა.

საქართველო იყო… მე თვითონ რამდენჯრემე ვიყავი ლათინურ ამერიკაში ჩასული, საქართველო იყო თავმოყვარე ქვეყნა, რომელიც ატარებდა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკას. გია ვაშაძე იყო ჩართული ამაში.” – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად