მიხეილ სააკაშილი: მართლაც, რა იყო ეს? ამას ჰქვია ის, რომ თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ‘დღის სტუმარი” განაცხადა ზუგდიდში 21 ოქტომბერს მომხდარი ძარცვის ფაქტის შეფასებისას.

“ჩვენ შევქმენით იშვითად ამ რეგიონის ქვეყნებისთვის ნამდვილად ფუნქციონირებადი სახელმწიფო, ქართველ ხალხს ჰქონდა ამ სახელმწიფოს იმედი, რომ მანქანა შეიძლება არ დაეკეტა, მშვიდად გაეშვა ბავშვები ქუჩაში, რომ სადღაც ბანკში, ან სახლში შეინახავდი ფულს, არავინ დაგადგებოდა და წაგართმევდა. ეს ყველაფერი  ჩამოგვეშალა. ეს ერთი ფაქტია. არის ბევრად მეტი ფაქტი, ფართოდ გაშლილი კრიმინალის ფრონტია ყველა მხრიდან გაშლილი. პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია. პოლიციის უფროსი როცა ამბობს, 10 მილიონი რომ მოეთხოვა, იმასაც მივცემდითო, ეს ნიშნავს, რომ ეუბნები: მოითხოვეთ და მოგეცემათ. მიდით, დახვდით სადარბაზოებში, ჩამოგლიჯეთ კისრიდან კულონები, გააუპატიურეთ ახალგაზრდა გოგოები, მისდექით, შედეგით, დააუთოვეთ… ასე ითარგმნება მასობრივად მოდებული კრიმინალების ენაზე, ზუსტად ამ სიტყვებით” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშილმა აღნიშნა, ისიც, რომ ეს  კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია, თუმცა ფული გაცილებით რთული ამოსაღები იქნება.

“დარწმუნებული ვარ, ეს კრიმინალი ძალიან ადვილი დასაჭერია. თუ აქვთ სურვილი, შეუძლიათ დღესვე, ხვალვე დაიჭირონ. ეს გაცილებით იოილია, თუმცა, ფულის ამოღება გაცილებით რთული იქნება”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ: 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს მოთხოვნილი ტანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისცეს

არსებული ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად