მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემცირება

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების, პრობლემების გადალახვის გზას, საქართველოს მოწინავე ქვეყნებს შორის გაყვანის გზას. მე მინდა, ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლაა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მე მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ტემპების, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში, უამრავ ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად