მიხეილ რამიშვლი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა გეგმავს ხელმეორედ მიმართოს სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას შეხსენებით, რომ სრული ინფორმაცია გამოითხოვონ.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა, მათ შორის ვერც Facebook-ისა და ვერც სამსახურეობრივი მეილის.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურა Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ქსელში შესვლა ხელმეორედ სცადონ.

“სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი – ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში”,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით,  ამ ეტაპზე საქმეში FBI-ის ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ ხდება.

შეგახსენებთ: ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას მოითხოვს. 4 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს – ამის შესახებ უწყებამ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად