მიხეილ რამიშვილმა პირის ვინაობა გაამხილა, ვინც სატელიტის ფოტოები მიაწოდა

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან  იმ პირის ვინაობა გაამხილა, ვინც, მისივე თქმით, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა.

მიხეილ რამიშვილი ვინმე დავითს ტელეფონით დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში ჰკითხა, არის თუ არა მზად,  გამოძიების შეკითხვებზე პასუხი გასცეს.

“მე პროკურატურაში შევდივარ ბატონო დავით, თქვენს გვარს, სახელს, მონაცემებს მივცემ, დაგიკავშირდებათ პროკურატურა და გამოკითხვაზე დაგიბარებენ. ანუ მზად ხართ და ადასტურებთ, რომ ეს ფოტოები თქვენგან მივიღე”, – მიმართა რამიშვილმა დავითს სატელეფონო საუბრისას.

საპასუხოდ, მეორე მოსაუბრე ამბობს, რომ მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს:

“კი ბატონო, მზად ვარ გავცე პასუხი. მე ამ საქმეს ახლა კი არა, უფრო ადრე ვიკვლევდი და შემიძლია ვუთხრა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა – ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ იყო თვითმკვლელობა”, – თქვა დავითმა ტელეფონზე საუბრისას.

შეგახსემებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.პროკურატურა: მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად