მიხეილ რამიშვილი: უნდათ ისეთი რამე დამაბრალონ რაც ბუნებაში არ არსებობს

ეს განცხადება ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ტვ „პირველთან” გააკეთა, მიხეილ რამიშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

„რეალური სურათი არის მხოლოდ ერთი, უნდათ ყველაფერი გააკეთონ, რათა თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გადაფარონ, აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი გახადონ და ამ საქმეს მე ჩამომაშორონ, რადგან ნათლად ჩანს, ეს არ არის თვითმკვლელობა ეს არის მკვლელობა. რასაც მე ვაკეთებ რეალურად მივყავართ იქამდე რომ მივაგნოთ დამნაშავეებს. აბსურდულ რაღაცებს იგონებენ, არანაირი მტკიცებულებები მე მათთვის არ გადამიცია ყველაფრის გადაცემას და პოროცედურას აქვს თავისი წესი, რომელიც არ მომხდარა. მე მათ ინფორმაცია მივაწოდე, უნდა საქმეს დაურთონ, უნდათ მოიკვლიონ. მაგრამ მაგის მაგივრად მოდიან ჩემთან და უნდათ დამაბრალონ ისეთი რამე რაც ბუნებაშ არ არსებობს, რასაც მიიღებენ საპასუხოდ მაგასაც ნახავენ ძალიან მალე”, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ის „ტვ სპუტნიკ“ -ის დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძესთან ერთად, სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების გავრცელების გამო დააკავონ.

შეგახსენებთ, მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად