მიხეილ რამიშვილი: რას უკავშირდება ელექტროშოკის შეძენა, ამას გამოძიება დაადგენს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მიერ ელექტროშოკის შეძენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„ვერ გეტყვით, ვინმესი ეშინოდა თუ არა. ადამიანი მაგას რომ ყიდულობს,  შეიძლება ჩვეულებრივი მომენტი იყოს თუ გავითვალისწინებთ, რა  მდგომარეობაა დღეს საქართველოში კრიმინალური თვალსაზრისით. ყველას შეიძლება, ჰქონდეს თავდაცვის მიზნით. იმდენი ნივთია ამოღებული და დალუქული, როცა გაიხსნება ვნახავ. რას უკავშირდება ამის შეძენა, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, გადაცემა „პოლიტმეტრში“ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

გარდაცვლილის დედა  ვარაუდობს, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად