მიხეილ რამიშვილი: ოჯახმა მიიღო ინფორმაცია, რომ თანხა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე ერთჯერადად არ დარიცხულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი უფლებადამცველთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ისინი გამოძიების მიმდინარეობას გაეცნენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ კითხვები საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან და წერილთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მათ უწყებიდან მიიღეს პასუხი, რომ თანხა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე ერთჯერადად არ დარიცხულა. მან თანხა ეტაპობრივად გამოიმუშავა, ხოლო რაც შეეხება წერილს, ადვოკატისთვის საინტერესოა დეტალი, კონკრეტულად როდის დაწერა თამარმა წერილი”.

მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად საქმეში არსებულ ჩვენებებსაც გაეცნო.

“ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აღარ მოხდეს შსს – ის ვებ გვერდზე იმგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს პირდაპირ არის მიმართულება გამოძიების, რომ მარტო თვითმკვლელობაზეა საუბარი. ძალიან საინტერესო, წინააღმდეგობრივი ჩვენებებია, ბევრ რაღაცაზე, ძალიან ბევრი კითხვები გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ კვალზე გაგვიყვანოს. სახელფასო ანაბარი ტრანზაქციები დაკავშირებული იყო, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ სასწავლებლად აგროვებდა”, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

6 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ერთერთ საბანკო ანგარიშზე 75 000 ლარი ირიცხება.შსს: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად