მიხეილ რამიშვილი: ჯერჯერობით დაუდგენელია ის 2 პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირთა ვინაობა ვინც თამარ ბაჩალიაშვილს სახლიდან წასვლის შემდეგ ეძებდა.

მისივე თქმით, დღეს 20:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არის შეხვედრა მაღალი თანამდებობის პირებთან. ყველანი ვიკრიბებით.
„ჯერ არ არის დადგენილი ის პირები ვინც ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს. გამოძიებას მე მივაწოდე ინფორმაცია და ალბათ გამოძება მაგაზე მუშაობს. ამაზე გამოძება იმუშავებს.

კომპიუტერი გახსნილია, კლონირება ჩატარებულია. რამდენიმე დღე დაჭირდება ამას ყველაფერს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ,  ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს.  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს პოლიციამდე ორი ახალგაზრდა კაცი ეძებდა, რომლებიც ოჯახის ახლობლებლად  გაეცნენ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ პირები არ არიან ოჯახის ახლობლები.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად