მიხეილ რამიშვილი: გამოძიებას უფლება აქვს რამდენიმე ვერსიაზე იმუშაოს, მაგრამ საქმით და არა მხოლოდ სიტყვით

ეს განცხადება გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა. მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის დედასთან ერთად მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხვდება.

„ძალიან ბევრი კითხვა იქნება პირველ რიგში ქალბატონი თეონას მხრიდან თუ რატომ დასვა პროკურორმა არაეთიკური კითხვები, რომელიც ჟურნალისტსა და მე მიკავშირდებოდა. ეს გარემო ფსიქოლოგიურად მიუღებელია. არის გარკვეული კითხვის ნიშნები და ამის შესახებ ბატონ ირაკლის სხვანაირად მივაწოდებ ინფორმაციას. მე მექნება საქმიანი კითხვები, ვფიქრობ ეს იქნება არა წუთიერი არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არის საკითხები, რომლებიც არ უნდა გასაჯაროვდეს და მის შესახებ ვისაუბრებთ მხოლოდ პროკურორთან. ამასთანავე, გამოძიებას უფლება აქვს რამდენიმე ვერსიაზე იმუშაოს, მაგრამ უნდა იმუშაოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვით”, – განაცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად