მიხეილ რამიშვილი: გადაწყვეტილი აქვთ არანაირი საქმე არ გამოიძიონ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილს განცხადებით, გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეს არ გამოიძიებენ.

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის შენობის წინ გარდაცვლილის დედასთან ერთად განაცხადა და გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ ოჯახს გვერდით დაუდგეს.

“მას შემდეგ, რაც ფედერალური ბიუროს ჩართვა მოვინდომეთ, შსს ვითომდა მზად იყო. მთელი ლეპტოპი აბსოლუტურად წაშლილია და ეს არის იმისკენ მიმართული, რომ გადაწყვეტილი აქვთ არანაირი საქმე არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ ბავშვის მიერ ინფორმაციის ფლობასა და მკვლელობას. თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ”, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის  ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. შსს: გარდაცვალების წინა დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში ეძებდა: “ რა მოუვა “ფეისბუქს, თუ მე გარდავიცვლები”

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად