მიხეილ რამიშვილი: დავით ფურცხვანიძის დაკავება ნიშნავს, რომ მეც აუცილებლად დამაკავებენ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი  ვარაუდობს, რომ  დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მასაც დააკავებენ.

“როგორც შემატყობინეს, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ეს ე.წ. გაყალბებული მე გავასაჯაროე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად. ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს.

დავით ფურცხვანიძე 30 სექტემბერს  მიემგზავრებოდა შეერთებული შტატებში. იქიდან ჩამოჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის მტკიცებულებები, რაც აქვს გამოძიებას არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც მფარველობს დღევანდელი გამოძიება და გამოძიების ზევით მდგომი მაღალჩინოსნები”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსნებთ, მიხეილ რამიშვილმა ხსნებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს ტვ “ფორმულას” ეთერში განაცხადა და წარმოადგინა იგი. ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.

დღეს, საქართველოს პროკურატურამ ანალიტიკური სააგენტო ხელმძღვანელის,”სპუტნიკ ტვ”-ის” 100% წლის მფლობელი დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად