მიხეილ რამიშვილი: ჩემთვის ცნობილი გახდა, შსს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ

23 წლის გარდაცვლილი თამარ აჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იგი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად შეხვდა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძეს და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც განმარტა, რომ შსს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, უკვე შსს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ. ახლა უნდა გაირკვეს კონკრეტულად რა ფორმით მოხდება თანამშრომლობა და რა ფორმით ჩაერთვება პროცესში FBI. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული მოთხოვნა, რომ ფედერალური ბიურო ჩაერთოს ექსპერტიზის კუთხითაც და ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი და ისეთი პოზიცია, რომ ეს იყოს მოტყუება და პროცესი შენელდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად