ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით

“ექსპერტები შეეცდებიან, რომ მოხდეს Facebook-ზე და სხვა ქსელებში შესვლა. გუშინ მქონდა საუბარი პროკურორთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან და ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. არ იციან, როდის იქნება დასკვნა მიღებული”.

ამის შესახებ გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ გუშინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოახერხა.

მისივე თქმით, ოჯახის მთავარ მოთხოვნად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებაში, კვლავ ფედერალური ბიუროს ჩართვა რჩება.

“ექსპერტები შეეცდებიან, რომ მოხდეს Facebook-ზე და სხვა ქსელებში შესვლა. გუშინ მქონდა საუბარი პროკურორთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან და ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. არ იციან, როდის იქნება დასკვნა მიღებული.

FBI-ს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, მივმართეთ აშშ-ის საელჩოს და შესაბამის სტრუქტურებს, შევხვდით გენერალურ პროკურორს და მათ წარმოადგინეს გაგზავნილი მოსამართლის განჩინება და წერილი.

როდესაც ეჭვი იყო, არის და იქნება ლეპტოპისა და მობილურის გახსნასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე ოჯახის მოთხოვნაა, ჩაერთოს ფედერალური ბიურო გამოძიებაში”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში FBI ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრები საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად