მიხეილ რამიშვილი: ამ ეტაპზე თვითმკვლელობას გამოვრიცხავ, თვითმკვლელობამდე მიყვანა მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა

ამ ეტაპზე თვითმკვლელობას გამოვრიცხავ, თვითმკვლელობამდე მიყვანა მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა “პოლიტიკური პარასკევისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“სამართლებრივად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მე მაინც ადვოკატი ვარ და ამას ვამბობ, მაგრამ ამ ეტაპზე და საქმის მასალებიდან რაც ჩანს, ამას ვფიქრობ. საქმის მასალებისთვის სრულად არ ჩამიხედია, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით და იმ კომუნიკაციით, რაც მე გამაჩნია ოჯახთან, თვით ფსიქოლოგის ჩვენებას რომ გავეცანი, მე შემიძლია გითხრათ, არა როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომ მე ამ ეტაპზე თვითმკვლელობას გამოვრიცხავ. მხოლოდ და მხოლოდ თვითმკვლელობას. თვითმკვლელობამდე მიყვანა მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად