მიხეილ რამიშვილი: ,,13-დან 18 ივლისამდე თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება არ არსებობს”

ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ,,TVპირველთან” საუბრისას გააკეთა.

„გუშინ როცა საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარეს, შევედით თამარის მეილზე და დავიწყეთ დათვალიერება, იყო ძველი პერიოდის მაისის, აპრილის და ა.შ. ძალიან ბევრი შეტყობინება ყველა თემაზე. მაინტერესებდა 18-მდე ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა თამუნას მიწერ-მოწერა, აღმოჩნდა რომ 18 ივლისის შემდეგ აბსოლუტურად იყო ცალმხრივი ინფორმაციები და არანაირი პასუხი აღარ იყო გაცემული თამუნას მხრიდან. ამასთანავე ყველაზე საეჭვოა, რომ 13-დან 18 ივლისამდე თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონულ ფოსტაზე არანაირი შეტყობინება არ არსებობს”, – განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით რამდენად შეაღწია უცხო პირმა გარდაცვლილის ელექტრონულ ფოსტაზე და წაშალა მიმოწერა ამას FBI-ისა ფეისბუქ ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი მასალები დაადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად