მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი არის არაფორმალური ლიდერი, “მთავარი არხით“ მოძღვრავს თავის კლასტერს, როგორ გადააყირავოს ქვეყანა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველო გადააყირავოს.

„ბიძინა ივანიშვილი არ არის არაფორმალური ლიდერი, ის  ფორმალური ლიდერია. არაფორმალური ლიდერი იცით ვინ არის?! მიხეილ სააკაშვილი! რომელიც ურეკავ რომან გოცირიძეს, არც საქართველოს მოქალაქეა, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს ფორმალური კავშირი. მაგრამ, ის ერთვება „მთავარი არხის“ ტელევიზიაში და მოძღვრავს თავის კლასტერს, როგორ გადააყირავოს ეს ქვეყანა. აი ეს არის არაფორმალური მმართველობა რასაც მიხეილ სააკშვილი აკეთებს, საქართველოს წინააღმდეგ” – ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ისიც, როგორც იუსტიციის მინისტრი, ფიქრობს თუარა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყნაში ერთადერთი, ვინ არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად