მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას მოქმედების მოტივია, პოლიტიკური ნებათაღელვა გამოიწვიოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას მოქმედების მოტივია, პოლიტიკური ნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოინდომა, პროტესტი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. თუმცა, როგორც ყაველაშვილი ამბობს, ამას ვერ შეძლებენ, რადგან სიმართლეს ვერც ერთი ძალა ვერ ეწინააღმდეგება.

“ნიკა მელიას მოქმედების მოტივია, პოლიტიკური ნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს. თუ იმას ამბობს, რომ სახელმწიფო დევნის, თითქოს, ბრალდება შეუთითხნეს და ა.შ. სასამართლო ჩატარდა და ყველამ ნახა, მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ როგორ მოუწოდებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გაუვათ, რადგან სიმართლეს ვერც ერთი ძალა ვერ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...