მიხეილ მაჭავარიანი: “ყავაზე მკითხაობა არ ვიცი, მაგის კურსები არ გამივლია”

"მე არც ყავაზე მკითხაობა ვიცი და არც წინასწარმეტყველებს შევეჯიბრები, მკითხაობის კურსები არ გამივლია",-ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი "მაესტროს" ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ პარტია კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსმა დატოვოს. 

როგორც მაჭავარიანმა პარტიიდან 4 წევრის წასვლის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მათ მიმართ ცალმხრივი განცხადების გაკეთება "სწორი არ არის".

"მოვუსმინოთ არგუმენტებს, რა იქნება ეს არგუმენტები. მე მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი საუბარი, ცალმხრივი არ მგონია სწორი იყოს. მე ორი თუ სამი დღის წინ გავიგე ინფორმაცია ამის შესახებ, გუშინ უკვე ზურამ და მისმა მეგობრებმა ისაუბრეს ღიად ამის შესახებ".

თუ კიდევ ორმა პარტიის წევრმა დატოვა გუნდი, პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ფრაქცია გაჩნდეს, თქვენი აზრით რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს? 

"“მე არც ყავაზე მკითხაობა ვიცი და არც წინასწარმეტყველებს შევეჯიბრები. მკითხაობის კურსები არ გამივლია, თუ თქვენ იცით რაიმე ინფორმაცია, ბრძანეთ. როცა ნაციონალური მოძრაობა შევიდა პარლამენტში, 12-მა დეპუტატმა დატოვა ნაციონალური მოძრაობა.

ყველას ჰქონდა თავისი მიზეზი, ზოგი ამბობდა რომ ბიზნესში გადავიდა, ზოგი ამბობდა რომ წნეხს ვერ გავუძლებ… ეს განსხვავებული სიტუაციაა. ადამიანები, ვინც თავისი კეთილდღეობა ამჯობინეს პოლიტიკურ ბრძოლას, ამ ადამიანებზე(4 დეპუტატი, რომლებმაც პარტია დღეს დატოვეს) ასე ვერ შევაფასებ. დაველოდოთ ოთხშაბათს და მოვისმინოთ მათი არგუმენტები",-განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გოგა მელაძემ დატოვეს. მიზეზებზე ისინი ოთხშაბათს ისაუბრებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად