მიხეილ მაჭავარიანი: კანონები თავის თავზე მოირგეს, ეს პარლამენტი ასე შევიდა ისტორიაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „აიპრესთან“ მე-8 მოწვევის პარლამენტის მუშაობას აფასებს.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც არჩევნები წააგო, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და ცდილობდა ისეთი გარემო შეექმნა, რომ პროცესი ნორმალურად წარმართულიყო, თუმცა, მოქმედმა ხელისუფლებამ სიტყვა კოჰაბიტაცია „საგინებელ სიტყვად“ აქცია. 

„პირველად იყო ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები წააგო, ოპოზიციაში გადავიდა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, იყო პარლამენტში და არ დაიშალა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის შეფასებით, მე-8 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები მოერგო „ქართულ ოცნებას“ და არა მოქალაქეთა ჯგუფს. 

„ამ პარლამენტში საინტერესო იყო ის, რომ თავიდან იყო მცდელობა, ხელისუფლება თვის თავზე მოერგო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. საკითხები ძირითადად იმისკენ იყო მიმართული, რამდენად მოერგებოდა სამართალდამცავები, კონსტიტუციაში ცვლილება ახალ არჩეულ ხელისუფლებას და არა ქვეყნის წინსვლას. სამწუხაროდ ამ პარლამენტმა ასე დაასრულა… არც ერთი ეკონომიკური რეფორმა არ გაატარა, ერთადერთი რაც შეიძლება გამახსენდეს მოგების გადასახადის გაუქმება, საკმაოდ უცნაური ფორმით, როცა თვითონ ბიზნესმა ითხოვა არ გვინდა ამ გადასახადის ამუშავებაო“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, სასამართლო რეფორმები მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილს „ხელში ჩაეგდო“ მართლმსაჯულება. 

„საკონსტიტუციო სასამართლო, საარჩევნო კოდექსი თავის თავზე მოირგეს. საერთოდ დაივიწყეს ყველაფერი და რაც მთვარია კოჰაბიტაცია და ურთიერთობა აქციეს საგინებელ სიტყვად, იმის მაგივრად , რომ ქვეყანა წინ წასულიყო. სამწუხაროდ ეს პარლამენტი ამით შევიდა ისტორიაში. 
ჩვენი დეპუტატები გაჭირვებული ქვეყანის შესაბამისად კი არ იქცევიან, 2-2 კაბინეტი აქვთ. ქუთაისში არ მოწოთ ბატონო პარლამენტის შენობა და ამის გამო კაბინეტები მოიწყვეს თბილისში“, – დასძინა მაჭავარიანმა. 

მან მე-8 მოწვევის პარლამენტის მუშაობის ერთადერთ პოზიტიურ შედეგად ჯანდაცვის საკითხები დაასახელა. 

„პოზიტივი, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რასაც ჩვენი მოსახლეობა ამბობს – ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, თუმცა, ჩვენი ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე 45% მიდის, 10 მილიარდიდან 4 მილიარდ ნახევარი. ისეთი არასწორი სისტემა აეწყო. თავად პრემიერიც ამბობს, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ახლა ამ არჩევნებს გადააგორებენ და სისტემასაც შეცვლიან“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად