მიხეილ მაჭავარიანი: ახალ სიაში ახალი სახეები გვეყოლება კეთილი საქმეების გამოცდილებით

სანდრა რულოვსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება არ ადასტურებენ და არც უარყოფენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.  მიხეილ მაჭავარიანის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი სახეები იქნება, რომლებსაც კეთილი საქმეების კეთების გამოცდილება აქვთ.

“სიის ფორმირების პროცესი ჩვენს პარტიაში იქნება საკმაოდ გამჭვირვალე და საკმაოდ კონკურენტული, თუმცა ის რომ ნაციონალური მოძრაობის გუნდში იქნებიან ახალი ადამიანები და ახალი სახეები, რომლებსაც კონკრეტულად აქვთ გამოცდილება კარგი, კეთილი და სასარგებლო საქმეების, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ”,-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...