მიხეილ მაჭავარიანი: 20 ივნისი რომ არა, ოპოზიცია ასე ერთად ვერ დადგებოდა

“დღეს შანსები 50/50-ზეა. პირიქით ვფიქრობ, რომ ოპოზიციას უფრო მეტიც კი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

“ისტორია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. მათემატიკა არ არის, მაგრამ ფაქტორები, რომელიც ხდება ისტორიაში, ყოველთვის რაღაცის მაჩვენებლია. 20 ივნისი რომ არა, ოპოზიცია ასე ერთად ვერ დადგებოდა.

მე ისეთი არჩევნები მახსოვს, რომ ძალიან ცნობილი ადამიანები დამარცხებულან, ძალიან უცნობებთან. იმიტომ, რომ დრომ მოიტანა ასე. ხომ იცით, დრო წალეკავს ყველაფერს. დროს და მომენტუმს ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. ამ მომენტუმს უნდა, რომ სწორად უპასუხო. ვინც უფრო სწორად უპასუხებს იმ მომენტში იმ გამოწვევას, ის მოიგებს”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად