მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა – „ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო „მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება“, – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს.

ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში.

Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ „იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს).

Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს „უანგარო მუშაობისათვის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად