მიხეილ ხარძიანი: “უდესიანმა ისეთი კადრები მაჩვენა, რომ ასეთი სირცხვილი არ განმიცდია”

ბესო ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანი ჟურნალისტებთან საუბრისას გია უდესიანთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ხარძიანის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ ცილისწამებისთვის გია უდესიანს. 

როგორც მიხეილ ხარძიანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მის გადაადგილებას, ისევე როგორც მამამისს, მოპედით უცნობი პირი აკვირდება. მისივე განმარტებით, ამ ფაქტის შემდეგ გია უდესიანთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით გავნერვიულდი და სასწრაფოდ დავუკავშირდი გია უდესიანს და მოვთხოვე მკაცრად შეხვედრა. მან წარმიდგინა უტყარი მტკიცებულებები… კუს ტბის შეძენის მტკიცებულებები, სადაც მას 12 მილიონი აქვს გადახდილი და წარმიდგინა ვიდეოკადრები, რაზეც მე, პირადად ასეთი სირცხვილი არ განმიცდია. მინდა მოვუწოდო ბესო ხარძიანის ოჯახის წევრებს, მაია, გია, ლია ხარძიანს, გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ გია უდესიანს",-განაცხადა ხარძიანმა.

ამასთან, მიხეილ ხარძიანმა მამამისის ციხეში მოხვედრა ეკა ნონიკაშვილს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკა ნონიკაშვილია პირი, რომელსაც აწყობდა ბესო ხარძიანის ციხეში მოხვედრა. მისივე თქმით, ხარძიანის მკვლელობა ნონიკაშვილმა დაუკვეთა.

ცნობისათვის, ბესო ხარძიანს მიხეილი და ანა პირველი ცოლისგან ჰყავს. ბესო ხარძიანი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 28 მარტს მოკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად