მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოხდა

თბილისისი საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო განხილვას, დღეს მოკლულის მამა ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.

დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ჩვენება მისცა, საქმის მთავარმა მოწმემ ა.ს-მ. რამაც ზაზა სარალიძის უკმაყოფილება გამოიწვია, სხდომის მიმდინარეობისად წამოდგა, იქვე გაკეტებულ ე.წ. ჯებირს ხელი დაარყა და  და მიხეილ კალანდიასა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა. რასაც კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიაა უკმაყოფილება მოჰყვა.

ლუკა კალანდიას თქმით, პირმა რომელიც ზაზა სარალიძეს სასამართლო დარბაზში ახლდა მამამის უთხრა გარეთ გამოდიო. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

თენგიზ კალანდია ამბობს, რომ ზაზა სარალიძე “მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი.

ლუკა კალანდიას თქმით კი “„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია კონკრეტულმა ფრაზამ. ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას მოწმის დაკითხვის დროს უთხრა, „ეს იყო განაჩენიო“. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რას ეძახის განაჩენს. იმას, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ გამოჩნდა და ის, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რათა მიხეილ კალანდია დაიჭირონ. ესაა განაჩენი? ეს იყო პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას, მით უმეტეს, რომ ამდენი ხანია, ჩუმად ვართ და შეურაცხყოფას ვითმენთ. ჩვენ ხმას არ ვიღებდით, რადგან პატივს ვცემდით გარდაცვლილების სულებს და გადაგვიარა ყველამ თავზე. დღეიდან ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი სამართლებრივადაც და ყველანაირად”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად